НАТО-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან.
„პირველი ნაბიჯი იქნება ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ახალი საბრძოლო ჯგუფებით და არსებული ძალებით ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, NАТО-ს ეყოლება რვა მრავალეროვნული დაჯგუფება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.
„მე ველი, რომ ლიდერები შეთანხმდებიან NАТО-ს პოზიციების გაძლიერებაზე ყველა სფეროში. ასევე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NАТО-ს ლიდერები სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებაზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად.
24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ